უკრაინაში 128-ე ბრიგადის მასობრივი დაღუპვის გამო სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

დასავლეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში 128-ე ბრიგადის სამხედროების მასობრივი დაღუპვის გამო, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბერს დილით რუსეთმა ის ადგილი დაბომბა, სადაც სამხედროები დასაჯილდოებლად იყვნენ შეკრებილი. დაიღუპა 20-ზე მეტი სამხედრო, ასევე არიან დაჭრილები.

ინფორმაცია 128-ე ბრიგადის ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა. თუმცა უწყება არ ავრცელებს ინფორმაციას, რა ვითარებაში მოხდა ეს და აცხადებს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მსგავსი თემები