,,ჯირითობას ვაპირებ ახლა”. ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეკითხვას, აპირებს თუ არა საზღვარგარეთ ვიზიტით წასვლას.
მან ასევე არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რა მოლოდინი აქვს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც უწყებამ 8 ნოემბერს უნდა წარადგინოს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ამის შესახებ “ამ დღეებში” ისაუბრებს.
ცნობისთვის, ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდის რაიონში ისაუბრა, სადაც ის დოღზე დასასწრებად ჩავიდა.