ენტონი ბლინკენი დღეს თურქეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, იორდანიაში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, თურქეთში მიემგზავრება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ვის შეხვდება.

იორდანიაში მან ისრაელი-ჰამასის ომთან დაკავშირებით შეხვედრები გამართა ახლო აღმოსავლეთის ლიდერებთან, რომლებმაც ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს. თუმცა, ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ “ჰუმანიტარული პაუზების” მომხრეა, მაგრამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგი.

აღსანიშნავია, რომ ბლინკენის ვიზიტამდე, თურქეთში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც, მონაწილეობდა. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ისრაელს ოკუპანტი უწოდა, რის შემდეგაც ისრაელმა დიპლომატების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი თემები