დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ,,ავერსის” კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ავთანდილ თათარაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ერთ-ერთი გაქცეული პატიმრის გუჯა თათარაშვილის ძმაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გუშინ დააკავა.

საქმეზე დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

მსგავსი თემები