,,ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ადგილი არ გამოგვიყო, მაგრამ შეხვედრა მაინც მოვახერხეთ” – ნიკა მელია

,,ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ზუგდიდში მხარდაჭერებს ხვდება. როგორც მელია ამბობს, ის მხარდაჭერებთან და თანამოაზრეებთან ერთად, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

,,ძალიან მოხარული ვარ, ვიყო ზუგდიდში და მქონდეს შესაძლებლობა შევხვდე თანამოაზრეებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ფართი არ გამოგვიყო, ჩვენ მოვახერხეთ შეხვედრა და ჩვენ ვისაუბრებთ აუცილებლად ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით – როგორ უნდა დამარცხდეს ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმი, როგორ უნდა გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესი ჩვენს ქვეყანაში, როგორ უნდა დაიწმინდოს ფულის ინტერესისგან პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური პროცესი”, – ამბობს მელია.

მსგავსი თემები