ბორის ჯონსონი და სკოტ მორისონი ისრაელში ჩავიდნენ

ბრიტანეთისა და ავსტრალიის ყოფილი პრემიერმინისტრები, ბორის ჯონსონი და სკოტ მორისონი, სოლიდარობის ნიშნად ისრაელში ჩავიდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მოინახულებენ სამხრეთ თემებს, რომლებსაც 7 ოქტომბერს “ჰამასი” თავს დაესხა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მსგავსი თემები