რუსული რაკეტების თავდასხმას ხერსონზე, დნეპროპეტროვსკსა და პოლტავაზე მსხვერპლი მოჰყვა

დღეს რუსეთის არმია რამდენჯერმე დაესხა თავს ხერსონს. დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე.

ხერსონის გარდა, ოკუპანტებმა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკისა და პოლტავას რაიონებზე. უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა დნეპროპეტროვსკში მტრის სამი „ისკანდერ-K“ გაანადგურა. უცნობია, რამდენი რაკეტა გაუშვეს დამპყრობლებმა. მსხვერპლისა და დაღუპულის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რაც შეეხება პოლტავას, რაკეტის ნამსხვრევებმა მიროროდის რაიონში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ფილიპ პრონინის თქმით, დაიღუპა ერთი ქალი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვია.

მსგავსი თემები