მძევლების ოჯახების მხარდასაჭერად თელ -ავივში ათასობით ადამიანი შეიკრიბა

თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმთან, ათასობით ადამიანი შეიკრიბა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ მძევლად აყვანილი 242 ადამიანის ოჯახების სოლიდარობის მიზნით.

„ჩვენ გვესმის ამ შეკრების მნიშვნელობა, რადგან ხვალ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის 30-ე დღეა”, – განაცხადა თელ- ავივის მერმა, რონ ჰულდაიმ მიტინგის დაწყებისას და აღნიშნა, რომ 4 ნოემბერი ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრის, იცხაკ რაბინის მკვლელობის თარიღიცაა.

მისი თქმით, რაბინმა იცოდა რთული გადაწყვეტილებების მიღება და ახლა ნეთანიაჰუმ უნდა გააკეთოს ეს და დააბრუნოს ყველა მძევალი.

ასევე, გამოსვლებია პრემიერ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნითაც. დემონსტრანტები იერუსალიმში, მის სახლთან შეიკრიბნენ.

მსგავსი თემები