მარნეულში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

მარნეულში 50 წლამდე კაცი დაჭრეს. ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

დაკავებულს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მსგავსი თემები