მიწისძვრა ნეპალში – არის მსხვერპლი

ნეპალში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მიწისძვრა ნეპალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კარნალის პროვინციაში დაფიქსირდა. ეპიცენტრი სოფელ რამიდანდაში იყო.

ამ დროისათვის ცნობილია 157 დაღუპულის შესახებ. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება, რადგან მიწისძვრა იმ დროს მოხდა, როცა ხალხს ეძინა.

მსგავსი თემები