,,EU უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს” – ლაიენი

,,ევროკავშირი უკრაინისთვის წლის ბოლომდე 50 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს”. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ლაიენის განცხადებით, უკრაინას ფინანსური სტაბილურობისთვის მან მოლაპარაკებები სენატორებთან და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებთანაც გამართა.

,,მე შევთავაზე ევროპულ საბჭოს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამასთან დაკავშირებით წლის ბოლომდე შევთანხმდეთ. ჩვენ მათ ავუხსენით, რას ვაკეთებთ და რატომ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინას ჰქონდეს ფინანსური სტაბილურობა”, – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მსგავსი თემები