კაცი, რომელმაც ჰამბურგის აეროპორტში მძევლად საკუთარი შვილი აიყვანა, პოლიციას ჩაბარდა

ჰამბურგის აეროპორტში შეჭრილი შეიარაღებული კაცი პოლიციას ჩაბარდა. უსაფრთხოდაა შეიარაღებული კაცის მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მან მძევლად აიყვანა.

ცნობისთვის, თურქი წარმოშობის კაცი აეროპორტის ტერიტორიაზე 4 ნოემბერს 20:00 საათისთვის ავტომობილით შევარდა და ოთხი წლის შვილთან ერთად, თურქეთის ავიახაზების ერთ-ერთი თვითმფრინავის ქვეშ გაჩერდა.

მასთან მოლაპარაკებებს ადგილობრივი პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდა. მომხდარის გამო, ჰამბურგის აეროპორტში გუშინ და დღეს დაგეგმილი რეისები გაუქმდა.

მსგავსი თემები