ოპერისა და ბალეტის თეატრთან დღეს, 16:00 საათზე, გაფიცული თანამშრომლები აქციას გამართავენ

ოპერისა და ბალეტის თეატრთან დღეს, 16:00 საათზე, გაფიცული თანამშრომლები აქციას გამართავენ.

​მათი თქმით, თეატრში სამუშაოს მოცულობის ინტენსიურობისა და სირთულის გაზრდის მიუხედავად, დასაქმებულთა ხელფასი მიზერულია და წლების განმავლობაში არ შეცვლილა. ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარს შეადგენს.

ისინი ხელფასების 100 %-ით მატებასა და გაფიცვის შეტყობინების მიღების შემდეგ, დამსაქმებლის მიერ 2 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას მოითხოვენ.

,,მიუხედავად მედიაციის უშედეგოდ დასრულებისა, დამსაქმებელს მოვუწოდებთ, დააკმაყოფილოს დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნები…

დროა ოპერის სხვა თანამშრომლები შემოუერთდნენ ბრძოლას ღირსეული შრომითი ანაზღაურებისა და პირობებისთვის.

მოგიწოდებთ ყველას, ღირსეული შრომისთვის ბრძოლაში შემოგვიერთდეთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები