ჰამბურგის აეროპორტში მანქანით შეიარაღებული პირი შეიჭრა

ჰამბურგის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, ავტომანქანით შეიარაღებული პირი შევარდა. ერთ-ერთი ტერმინალის ტერიტორიაზე, მან 2-ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.  არავინ დაშავებულა.

პოლიცია მასთან მოლაპარაკებას ცდილობს. არსებული ინფორმაციით, მანქანაში კაცთან ერთად ორი ბავშვიც იმყოფება.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ტერიტორიაზე შეჭრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ჰამბურგის აეროპორტი დახურულია და ფრენები შეჩერებულია.

მსგავსი თემები