კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ – ბერბოკი

კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გაფართოებული ევროკავშირი მხოლოდ მაშინ გახდება ძლიერი, როცა გააკეთებენ იმას, რასაც დიდი ხანია ვერ ბედავენ.

,,ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, თუ როგორ შეგვიძლია გაწევრიანების პროცესის ორგანიზება ისე, რომ თაობებმა ცხოვრება ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში არ გაატარონ“, – განაცხადა ბერბოკმა.

 

მსგავსი თემები