მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდებიან ჰასკის ლეკვები

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდებიან ჰასკის ლეკვები , რომლებიც რამოდენიმე დღის წინ თავშესაფრის კართან დატოვეს.

,,მუნიციპალური თავშესაფრიდან ჩუქდებიან ჰასკის ლეკვები , რომლებიც რამოდენიმე დღის წინ თავშესაფრის კართან დაგვიტოვეს. არიან ჭიაზე დამუშავებულები და გაჩუქდებიან სტერილიზაციის გარანტიით.

გთხოვთ, გააზიარეთ პოსტი და დაგვეხმარეთ მათთვის მზრუნველი პატრონის მოძიებაში.

ჯიში: ჰასკი

ასაკი: 5 თვემდე

სქესი: ძუ

ფერი: ნაცრისფერი თეთრში

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე – (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)

მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა”,- ნათვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები