რუსეთი მასიური დაბომბვისთვის ემზადება ზამთრისა და ცივი ამინდის დადგომისთანავე – დანილოვი

რუსეთის ფედერაცია უკრაინის მასიური დაბომბვისთვის ემზადება ზამთრისა და ცივი ამინდის დადგომისთანავე –  ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი აგროვებს იარაღს, რათა ცივი ამინდის დადგომასთან ერთად დაარტყას უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.

,,მაგრამ სიტუაცია არ არის კრიტიკული. ობიექტების უმრავლესობა კონტროლის ქვეშაა. ჩვენ ვიღებთ დამატებით საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას ჩვენი პარტნიორებისგან”, – განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, ზამთარში პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების დაქირავების შესაძლებლობაც განიხილება.

,,აქ არაფერია უცნაური. ​​არ არის საჭირო გასაიდუმლოება. ჩვენი ამოცანაა დავიცვათ ცა, მოქალაქეები, ქალაქები და სოფლები,”- განაცხადა დანილოვმა.

 

მსგავსი თემები