საბერძნეთში ბინის გაძარცვის ფაქტზე ორი ქართველი კაცი დააკავეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მძარცველები ბინაში იმ დროს შეიჭრნენ, როდესაც მეპატრონეებს ეძინათ.
მძარცველებმა საცხოვრებელში შესვლა აივნიდან შეძლეს.
ქართველებმა ბინიდან ჩანთები, პასპორტები და სხვა პირადი ნივთები მოიპარეს.
სამართალდამცველებმა დამნაშავეები კორპუსის დატოვებისას შენიშნეს და ადგილზევე დააკავეს.