ლატვია ქვეყანაში რუსულნომრიანი მანქანების გადაადგილებას კრძალავს

ლატვია ქვეყანაში რუსულნომრიანი მანქანების გადაადგილებას კრძალავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ლატვიის სეიმმა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის შესწორებები მიიღო, რომლის მიხედვითაც, რუსულნომრიანი მანქანების მფლობელებს ავტომობილის დარეგისტრირების ან ქვეყნიდან გაყვანისთვის ვადა 2024 წლის 14 თებერვლამდე ეძლევათ.

ცნობილია, რომ თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ რუსულ სატრანსპორტო საშუალებას მაინც გამოიყენებენ, მფლობელებს ამ მანქანებს ჩამოართმევენ და მათ უკრაინას გადასცემენ.

გამონაკლისი მხოლოდ ტრანზიტულად მიმავალ ავტომობილებზე გავრცელდება – თუმცა ტრანზიტი ერთჯერადად იქნება დაშვებული და ის 24 საათის ვადაში უნდა განხორციელდეს.

განახლებული კანონი ძალაში 15 ნოემბრიდან შევა.

მსგავსი თემები