მეტყობა რამე, რომ ნიკა მელიას მოწოდებას ვიღებ? – ანა ბუჩუკური

მეტყობა რამე, რომ ნიკა მელიას მოწოდებას ვიღებ? ურჩევნიათ, მიხედონ თავიანთ პარტიას, რომელიც, ფაქტობრივად, კომიკურ ორგანიზაციად არის ჩამოყალიბებული და ორი წელია, რაღაც ბრაზილიურ სერიალს გვაყურებინებენ, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური ნიკა მელიას განცხადებას. „ჩვენს გუნდს არავის მოწოდება არ სჭირდება, ჩვენს ტაქტიკას და გზას მივყვებით. მათი მოწოდებები არც საინტერესოა და ჩემთვის კომიკურია“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.   ხელფასი, ბენზინი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს – ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტს      

მეტი...

პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე, 14 წლის გოგონას დედას ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა, რომ არასრულწლოვნის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა, სისტემატური მოთხოვნით, 14 წლის შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ქორწინებას აიძულებდა. დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან ზეწოლას თავი სახლიდან წასვლით დააღწია. სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 31 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა. პროკურატურა…

მეტი...

კლინიკიდან გაქცეულ პატიმრებს ამ დრომდე ეძებენ

”ავერსის” კლინიკიდან გაქცეულ პატიმრებს ამ დრომდე ეძებენ. მსჯავრდებულების ადგილსამყოფელი ისევ უცნობია. სამძებრო ოპერაცია უკვე მეორე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრები “ავერსის” კლინიკიდან იმ დროს გაიქცნენ, როდესაც ისინი კვლევაზე მიიყვანეს.  

მეტი...

რუსეთის თავდაცვის განცხადებით, 6 დრონი ჩამოაგდეს ყირიმსა და შავ ზღვაზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 ნოემბერს, დილით, 6 დრონი ჩამოაგდეს. უწყების განცხადებით, “კიევის რეჟიმი” ცდილობდა “ტერორისტული” თავდასხმა განეხორციელებინა. ,,მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შავი ზღვის თავზე ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, ხუთი კი ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეაჩერეს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 30 ოქტომბერს ყირიმის ხიდი დროებით ჩაკეტილი იყო, ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ ღამით განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა მოიგერია დრონის თავდასხმა.  

მეტი...

ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე მოსამართლემ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ნათია ბუსკაძემ ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე 2000-2000 ლარით დააჯარიმა. ცნობისთვის, გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. შემდეგ, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრებს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ სმაი პირი, პარტიის წევრები: ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.

მეტი...

8 ნოემბერს არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე, იმედია, სწორედ ამ დღეს დაფასდება საქართველოს მიერ გაწეული შრომა – შალვა პაპუაშვილი

ჩვენ 8 ნოემბერს ველოდებით ევროკომისიის შეფასებას. 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და ჩვენ აღვნიშნავთ ილიაობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ სწორედ 8 ნოემბერს დაფასდება შრომა, რომელიც საქართველომ გასწია და ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსი ექნება. „რაც შეეხება სტატუსის საკითხს. ჩვენ 8 ნოემბერს ველოდებით ევროკომისიის შეფასებას. 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და ჩვენ აღვნიშნავთ ილიაობას. იმედია, ევროკომისიისგან გვექნება პოზიტიური შეფასება და დაფასდება იდეები, რაც მას ჰქონდა და თანამედროვე ევროპულობის ქართული გაგება, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა შალვა…

მეტი...

ღაზაში დაბომბვისას ყოველდღიურად 400-ზე მეტი ბავშვი იღუპება ან დაზიანებებს იღებს

გაეროს ბავშვთა სააგენტოს ინფორმაციით, ღაზაში დაბომბვისას ყოველდღიურად 400-ზე მეტი ბავშვი იღუპება ან დაზიანებებს იღებს. UNICEF-ის ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან მოყოლებული 25 დღის განმავლობაში “მიმდინარე დაბომბვის” დროს დაახლოებით 3,500 ბავშვი დაიღუპა და 6,800-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. ,,ბავშვებმა უკვე ძალიან ბევრი გადაიტანეს. ბავშვების მკვლელობა და ტყვეობა უნდა შეწყდეს. ბავშვები არ არიან სამიზნე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების მეორე დღეს.  

მეტი...

ღაზის სექტორი 400-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ, ღაზის სექტორი 400-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მედიის ინფორმაციით, ეგვიპტეში 81 მძიმედ დაჭრილი პალესტინელი გადაიყვანეს და ასევე 360 უცხოეთის მოქალაქე. ეგვიპტის მაღალჩინოსნის განცხადებით, აღნიშნული ადამიანები კაიროში იმყოფებიან, საიდანაც საკუთარ ქვეყნებში შეძლებენ გაფრენას.  მათ შორის არიან ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის, იორდანიის, საუდის არაბეთის, იტალიის, იაპონიის, აშშ-ის და საფრანგეთის მოქალაქეები. ეგვიპტელი მაღალჩინოსანის თქმით, ღაზის დატოვებასთან დაკავშირებით სულ 491 მოქალაქე იყო დარეგისტრირებული უცხო ქვეყნიდან, თუმცა 130-მა საზღვარი არ გადაკვეთა.  

მეტი...

,,ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება პაუზა”- ბაიდენმა გააჟღერა მოწოდება ისრაელსა და “ჰამასს” შორის ბრძოლაში პაუზაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოწოდება გააჟღერა ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომში პაუზაზე, რათა მძევლებს გათავისუფლების საშუალება მიეცეთ. ბაიდენმა მინესოტაში გამართულ კამპანიის ღონისძიებაზე აუდიტორიაში მყოფ ქალს უპასუხა, რომელმაც მას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ,,ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება პაუზა. პაუზა ნიშნავს დროის დათმობას პატიმრების გასაყვანად”, – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი...

სააკაშვილის ღვინო კიევშია, მიხეილისთვის ეს მნიშვნელოვანია – ლიზა იასკო

სააკაშვილის ღვინო კიევშია, მიხეილისთვის ეს მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო წერს და მიხეილ სააკაშვილის ძმასთან, გიორგი სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. „სააკაშვილის ღვინო კიევში დღეს და მომდევნო დღეებში. მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი და ვანო აფციაური წარმოადგენენ მიხეილ სააკაშვილის ღვინოს დღეს კიევში. ახალი მოსავალი. საფერავი, მუსკატი. შეგიძლიათ, შეიძინოთ დღეს, ხვალ და ზეგ 10:00-დან 18:00 საათამდე ბროვარსკის გამზირზე ან შეუკვეთოთ“, – წერს ლიზა იასკო.

მეტი...

არესტოვიჩი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი  მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ,,დიახ მე ვიყრი კენჭს”,- განაცხადა არესტოვიჩმა. მან დაადასტურა, წინადადებები უკრაინაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც მან ოთხშაბათ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, მისი საარჩევნო პროგრამაა. ,,სპეციალისტები დაასრულებენ, დისკუსიის დასაწყებად გამოვაქვეყნე. წინააღმდეგობები, მოსაზრებები, რჩევები, კრიტიკა მისასალმებელია”, – აღნიშნა არესტოვიჩი.  

მეტი...