,,შესაძლოა, სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს”- რატი ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე არ გამორიცხავს, რომ “ავერსის” კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს. მისი თქმით,  თუ დადგინდება, რომ გაქცეულ პატიმრებს ხელი სხვა ადამიანებმაც შეუწყვეს, მათ მიმართაც დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა.

,,მესმის თქვენი ინტერესი, თუმცა ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას მუშაობაში. რადგან, შესაძლოა, მათ შორის სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს. თუ გამოვლინდება, ხელშემწყობი იქნება ეს, თუ სხვა პირი, რა თქმა უნდა  მათ მიმართაც დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები