ღაზის სექტორში ისრაელის ავიაციის მიერ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვას 195 ადამიანი ემსხვერპლა. 120 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი მესამედ დაიბომბა. UNICEF-მა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმები შეაფასა, როგორც „საშინელი და შემზარავი“.