,,გერმანიის პრიზმიდან დანახული გაფართოების პოლიტიკაში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს” – ილია დარჩიაშვილი

,,ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ბერლინში. ჩემი მონაწილეობა ამ კონფერენციაში და ერთ-ერთი მრგვალი მაგიდის ფორმატში მთავარ მომხსენებლად ყოფნაც ადასტურებს იმას, რომ გერმანიის პრიზმიდან დანახული გაფართოების პოლიტიკაში საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი. ჩვენ გვახარებს, რომ გერმანია იქცა ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერ ქვეყნად, ეს კიდევ უფრო მეტად გვავსებს ოპტიმიზმით, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროპულ მომავალს“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბერლინში, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანია იქცა ერთ-ერთ მთავარ ქვეყნად, რომელიც ძალიან აქტიურად საუბრობს საქართველოს ევროპულ მომავალსა და პერსპექტივაზე.

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ფაზაშია და ელოდება ევროკომისიის დასკვნას. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ. მომავალი კვირისთვის უკვე ველოდებით ევროკომისიის დასკვნას, რომელიც იქნება ბილეთი დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების. „ – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ქვეყანას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ის ძალისხმევა და კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით.

„ იმედი გვაქვს,რომ ევროკავშირი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ განხილვების დროს ჩვენი პარტნიორები საუბრობდნენ, რომ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ევროკავშირისგან და რა თქმა უნდა დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და იმედით ველოდებით დასკვნას რომელსაც სულ მალე ყველა ერთად ვიხილავთ“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები