,,ღაზას ალყაში ვაქცევთ” – ისრაელის გენშტაბის უფროსი

,,ქალაქ ღაზას ალყაში ვაქცევთ”. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი ჰერზი ჰალევი აცხადებს.

„ჩვენ წინ წავედით, ომის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე. ძალები იმყოფებიან ჩრდილოეთ ღაზას შუაგულში, მოქმედებენ ღაზას ქალაქში, ალყაში აქცევენ მას და აღრმავებენ სახმელეთო შეტევას. სახმელეთო ძალებს თან ახლავს ზუსტი დაზვერვა, ცეცხლი ჰაერიდან და ზღვიდან. ეს თანამშრომლობა ბევრად უფრო ეფექტურს ხდის ბრძოლას“, – ამბობს ჰალევი.

ჰალევის თქმით, სახმელეთო ოპერაციაში ამ დროისთვის 18 ჯარისკაცი დაიღუპა. ის ამბობს, რომ IDF ვალდებულია სახლში დააბრუნოს ყველა მძევალი, რომლებიც ჰამასს და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს ჰყავთ ღაზას სექტორში.

მსგავსი თემები