,,დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი”- რატი ბრეგაძე კლინიკიდან გაქცეულ პატიმრებზე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, “ავერსის” კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა.

,,მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.
დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი.

მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა. ეს არასრული 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების  უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს,”- წერს მინისტრი.

მსგავსი თემები