უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თუ დავეხმარებით, გახდნენ ეკონომიკურად მდგრადი, მივიღებთ დაცულ გეოპოლიტიკურ ფლანგს – ბერბოკი

უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გრძელვადიან პერსპექტივაში თუ დესტაბილიზირებული იქნებიან რუსეთის მიერ, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მოწყვლადები გავხდებით გარე თავდასხმის წინაშე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენმა ბერბოკმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკაშირს სურს, რომ უკრაინა მისი წევრი გახდეს.

„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საბჭო დეკემბერში ამ სიგნალს გააჟღერებს და ჩვენ ვიცით, რამდენად მომთხოვნი იქნება ეს პროცესი გაწევრიანების მსურველი კანდიდატებისთვის. რეფორმების ჩატარება და პარალელურად ომში ჩართულობა, მკაცრი ტესტია ნებისმიერი ქვყენისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანს ხდის, რომ ჩვენ უფრო მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ვისაუბროთ. ჩვენ ვარწმუნებთ უკრაინას, რომ გზის დასასრულს თქვენ გახდებით ევროკავშირის წევრი, მაგრამ ასევე თქვენ გვერდით ვართ, რომ წარმატებას მიაღწიოთ ამ გზაზე ფინანსური თუ პოლიტიკური კუთხით. იგივე ეხება მოლდოვას, 24 თებერვლამდე გაზის უმეტესი ნაწილის ექსპორტს რუსეთიდან ახორციელებდა, ახლა კი რეკორდული სისწრაფით მოახერხა რუსეთის დამოკიდებულებისგან გათავისუფლება. ეს თანაბრად სიმართლეა საქართველოს შემთხვევაშიც, სადაც ამდენი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის სწორი გზა, სადაც საზოგადოების დიდმა ნაწილი გარკვევით გამოხატა სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ. ჩვენ არ დავტოვებთ ამ ხალხს მარტო“, – განაცხადა ბერბოკმა.

მსგავსი თემები