,,ვერ დაგვარწმუნეთ, რომ 23 მილიარდი რომელიც დაიხარჯა ბიუჯეტიდან იყო გამოყენებული ეფექტიანად” – რომან გოცირიძე

„ჩვენ ყველაფერი ვიცით და ყველაფერს ვხვდებით, საბოლოო ჯამში ფული არ იხარჯება ეფექტიანად“,- განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი ოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმინეს.

„ვერ დაგვარწმუნეთ, რომ 23 მილიარდი რომელიც დაიხარჯა ბიუჯეტიდან იყო გამოყენებული ეფექტიანად და ის შედეგი მივიღეთ, რაც შესაძლებელია ყოფილიყო მიღებული ამ უზარმაზარი და სესხით აღებული ფულის გამოყენებისას.

ყველა პროექტი გვაქვს დამუშავებული ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს, და საეჭვოდ გამოიყურება ზოგიერთი რამ, მაგალითად ერთ-ერთი ტენდერში 2021 წელს გაიმარჯვა „არალმა“ რომელიც ერთ-ერთ მონაკვეთს აშენებს და ამ კომპანიის დირექტორმა და 25%-იანი წილის მმართველმა აგვისტოში 50 ათასი ლარი გადაურიცხა პარტიას პირადად. კომპანიის სახელით კი 2017 წელს იმავე პარტიის სასარგებლოდ 40 ათასი ლარი გადარიცხა. ჩვენ ყველაფერი ვიცით და ყველაფერს ვხვდებით. აბოლოო ჯამში ფული არ იხარჯება ეფექტიანად“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი თემები