პუტინს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ძეგლი დაუდგეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ წორბისში ძეგლი გაუხსნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პუტინის ბრინჯაოს ძეგლის გახსნის ინიციატორია რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი.

ტელეგრამ-არხ  Baeston-ის ინფორმაცით,  თედეევმა წორბისში, ძეგლთან შეკრებილ „ახალგაზრდებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთიდან უამბო ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინისა და 2008 წლის მოვლენების შესახებ”.

 

 

მსგავსი თემები