,,თბილისიდან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ”- რატი ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებზე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის ინფორმაციით,  კლინიკიდან გაქცეული პატიმრები თბილისთან ახლოს დააკავეს. მისივე თქმით, სამივე პატიმარს დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი.

,,არასრულ 24 საათში ძებნის ღონისძიება, რომელიც მიმდინარეობდა შსს-თან მჭიდრო კოორდინაციით დასრულდა წარმატებით. სამივე პატიმარი გათავსებულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და როდესაც დასრულდება გამოძიება და სასამართლო პროცესი, დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი. მე დღესაც ბევრ ფაქტზე და გარემოებაზე არ ვისაუბრებ იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ახლაც მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში, თბილისიდან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ, ერთი ადამიანი ცოტა ადრე, ორი ოდნავ მოგვიანებით. ეს ადამიანები არიან სრულწლოვანები, გარკვეული დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, რისთვისაც იხდიდნენ სასჯელს. მთავარი არის ის, რომ სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი,“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები