საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. მედიასთან კომენტარი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გააკეთა. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, ასევე , იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის.

,,მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის, მიმოხილული იყო ეპარქიები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში არის განთავსებული, ასევე ზოგადად იყო პოლიტიკური და საომარი ვითარებები განხილული, რაც ჩვენი რეგიონის ახლომახლო და სამეზობლო ხდება. ეს საკითხები იყო ძირითადად”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

მსგავსი თემები