ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა – ვალერი ზალუჟნი

ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა, რუსეთის გამოფიტვის იმედი შეცდომა იყო, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისი თქმით, ჩიხიდან გასასვლელად მძლავრი ტექნოლოგიური ნახტომია საჭირო.

„ღრმა და ლამაზი გარღვევა დიდი ალბათობით არ იქნება. რუსეთმა სულ მცირე 150 000 ადამიანი დაკარგა. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასეთი დანაკარგები შეაჩერებდა ომს. მარტივი ფაქტია, რომ ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, რასაც მტერი აკეთებს და ის ხედავს ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამ ჩიხიდან გამოსასვლელად, ჩვენ გვჭირდება რაღაც ახალი, როგორიცაა დენთი, რომელიც ჩინელებმა გამოიგონეს და რომელსაც დღესაც ვიყენებთ ერთმანეთის მოსაკლავად“, – განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ.

მსგავსი თემები