ახალციხეში ავარიის შედეგად 5 პირი დაშავდა

ახალციხეში, გიორგი ბრწყინვალის ძეგლთან მომხდარი ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი თემები