ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ჰამასის” მებრძოლების მიერ მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებული გერმანელ-ისრაელელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
შანი ლუკი მუსიკალური ფესტივალიდან ბოევიკებმა წაიყვანეს. უწყების ცნობით, გოგო აწამეს და მას საშინელებების გადატანა მოუწია.
,,განადგურებულები ვართ გაგიზიაროთ, რომ 23 წლის გერმანელ-ისრაელელი შანი ლუკის ცხედარი იპოვეს და იდენტიფიცირებულ იქნა”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.