,,აშშ ირანისთვის შეკავების ძლიერი სიგნალის გაგზავნისთვის მუშაობს” – კირბი

აშშ ირანისთვის შეკავების ძლიერი სიგნალის გაგზავნისთვის მუშაობს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

,,ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ მოქმედებას, რათა დავიცვათ ჩვენი ჯარები და ობიექტები. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დავარტყამთ და ვიმოქმედებთ ამისთვის. ეს არის ძლიერი გზავნილი, რომელიც ირანმა უნდა აითვისოს. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ პასუხისმგებლობას… ასევე, ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ეროვნული უსაფრთხოების ჩვენს ინტერესებს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სიგნალს ვუგზავნით, არა მხოლოდ ირანს, არამედ ყველა აქტორს”, – თქვა კირბიმ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა თქვა, რომ “ისრაელმა ღაზის სექტორში წითელი ხაზები გადაკვეთა”.

მსგავსი თემები