,,თუ განაჩენი დადგება, მინდა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს”- გრიგორიადისის ბაბუა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი მიმდინარებს. გრიგორიადისის ბაბუის განცხადებით, თუ განაჩენი დადგება, უნდა, რომ პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს.

,,ველანაირად აზრი მიჩნდება, რომ ლაზარე შეკვეთილია. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც მხარში უდგას ლაზარეს და ჩვენ ოჯახს, თქვენ ჟურნალისტებს. იმედი მაქვს მხოლოდ თქვენი. თუ განაჩენი დადგება, მინდა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს”, – განაცხადა გია კალანდაძემ.

ცნობისთვის, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

მსგავსი თემები