მალტაში შეხვედრამ გაანადგურა მითი უკრაინისადმი ყურადღების შესუსტების შესახებ – კულება

მალტაში შეხვედრამ გაანადგურა მითი უკრაინისადმი ყურადღების შესუსტების შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უამრავი „მშვიდობიანი“ ინიციატივა გაქრა საინფორმაციო ველიდან, რომელიც უკრაინას სთავაზობდა ტერიტორიების დათმობას ან რაღაცის გაცვლას.

„ახლა ყველა განხილვის ცენტრშია სამართლიანი და პატიოსანი უკრაინული ფორმულა, რომელიც სრულად შეესაბამება გაერო-ს წესდების პრინციპებს და გენერალური ასამბლეის ძირითად რეზოლუციებს. და ეს არის ფორმულის პირველი, ძალიან კონკრეტული შედეგი. მალტაში ჩატარებული შეხვედრა ანგრევს ორ მითს: პირველი მითი უკრაინისადმი ყურადღების დაქვეითების შესახებ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე და მეორე მითი უკრაინის მხარდაჭერის დაკარგვის შესახებ“, – განაცხადა კულებამ.

 

მსგავსი თემები