პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ეგიდით, პალიასტომის ტბაზე თევზაობის ფესტივალი გაიმართა

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ახალგაზრდულმა მედია- კავშირმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ეგიდით, პირველად, პალიასტომის ტბის ჯუნგლებში, გამართა ფესტივალი თევზაობაში.

საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 32-მა ვეტერანმა, საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცმა და შშმ პირებმა, 2 დღის განმავლობაში, ერთად იცხოვრეს და მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს მოყვარულ მეთევზეთა კავშირის“ მხარდაჭერით გამართულ თევზაობის ფესტივალში. მონაწილეებმა, ჯერ, პალიასტომის ჯუნგლებში ბორნით გაისეირნეს, შემდეგ კი, თევზაობის ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. თევზაობის აქტივობაში, გამარჯვება, კახაბერ ჟორჟიკაშვილმა მოიპოვა და მედალი და დიპლომი სწორედ მას გადაეცა.

პროექტის გენერალური სპონსორი ‘’პლატფორმა ინიციატივა გახლავთ,’’ხოლო მხარდამჭერები _კომპანია„სოკარი“ და“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“; ასევე, გორისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიები, რომლებიც შშმ პირებს, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ ჯარისკაცებსა და ომის ვეტერანებს, აქტიურ ცხოვრებაში დარჩენისა და თვითრეალიზების საშუალებას აძლევს.

წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, 30- მდე სპორტულ-კულტურული აქტივობა იმართება და, მათში, მონაწილეობას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 600-ზე მეტი შშმ პირი, ომის ვეტერანი და საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები იღებენ.

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი მიზანია, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა და ომის ვეტერანთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

მსგავსი თემები