გორის რაიონში, მეხუთე კლასელ გოგონას მუქარის შემცველი წერილი დაუტოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლაში, მეხუთე კლასელ გოგონას მუქარის შემცველი წერილი დაუტოვეს.  წერილი ათი წლის გოგოს სკოლაში, მერხის ქვეშ დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო. „ფაქტი ნამდვილად მოხდა. წერილი სკოლაში მეხუთე კლასელს მერხის ქვეშ დაუტოვეს. ხელნაწერი. კონკრეტული თანხა იყო დასახელებული და ეწერა, რომ თანხა ამავე ადგილზე უნდა დაედო. ემუქრებოდნენ ოჯახის წევრით. ჩვენ მაშინვე ვაცნობეთ პოლიციას და დაწყებულია გამოძიება. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. იმედს ვიტოვებ, რომ ვიღაცამ ცუდად იხუმრა“, – განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.  

მეტი...

პრეზიდენტის თქმით, კანდიდატის სტატუსზე უარი “რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება”

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ”სიენენთან” ინტერვიუში საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, “რა ბედი ეწევა საქართველოს, თუ ევროკავშირისგან ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს”, განაცხადა, რომ “ეს იქნება დიდი გამარჯვება რუსეთისთვის”. ამასთან სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს, “გადამწყვეტ მომენტში, მიიჩნევს თუ არა, რომ დასავლეთი, კონკრეტულად კი აშშ საკმარისად უჭერს მხარს საქართველოს ამ მომენტში?”. მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა უფრო საჯარო უნდა ყოფილიყო. ,,ფაქტია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში. მე ვიცი, რომ ეს არის ენა, რომლითაც საუბრობს აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მაგრამ ამის უმაღლეს დონეზე გამეორება მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის.…

მეტი...

უკრაინამ კონტრშეტევისას 90 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინამ კონტრშეტევისას 90 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ,,მხოლოდ 4 ივნისიდან – დასავლეთის მიერ ფართოდ გავრცელებული და გულუხვად დაფინანსებული უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან კიევმა 90 000-ზე მეტი ჯარისკაცია მოკლული და დაჭრილი. უკრაინას სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგი აქვს. განადგურებულია 600-მდე ტანკი და სხვადასხვა საბრძოლო მასალა. ამასთან, უკრაინამ ტაქტიკურად მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია”, – განაცხადა შოიგუმ.

მეტი...

ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში წარმომადგენელთა პალატას წარუდგენენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, ისრაელის დახმარების შესახებ ცალკე კანონპროექტს მიმდინარე კვირაში წარმომადგენელთა პალატის წინაშე წარადგენენ. „მიმდინარე კვირაში ვაპირებთ, წარმომადგენლობით პალატას წარვუდგინოთ კანონპროექტი ისრაელის ცალკეული დაფინანსების შესახებ. ვიცი, რომ ჩვენს კოლეგებს, რესპუბლიკელ კოლეგებს სენატში აქვთ მსგავსი კანონპროექტი. გვჯერა, რომ ეს არის გადაუდებელი საჭიროება. მსოფლიოში ბევრი რამ ხდება, რასაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ და ამას გავაკეთებთ, მაგრამ ახლა ყურადღება სჭირდება იმას, რაც ისრაელში ხდება. ვფიქრობ, ჩვენ ასე უნდა მოვიქცეთ, ჩვენ უნდა განვაცალკეოთ მათი დახმარება“, – განაცხადა ჯონსონმა.  

მეტი...

ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მსოფლიოს ბანკის ერთობლივი „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ (GRAIL) პირველი ხელშემწყობი მისია. ვიზიტის ფარგლებში, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განსახორციელებელი სამუშაოები დაიგეგმა. აღნიშნული გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისთან, GRAIL-ის ხელმძღვანელ რანუ შინჰასთან და პროექტის თანახელმძღვანელ იან ნიჯჰოფისთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი“ ერთ-ერთი ყველაზე  მასშტაბური პროექტია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება. მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგის მისაღებად, ერთობლივი მუშაობა აუცილებელია.…

მეტი...

დაღესტანში, აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეები. „მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულებს საშუალო და მძიმე დაზიანებები აქვთ. მათ შორის არიან როგორც პოლიციელები, ასევე სამოქალაქო პირები. ორი პირის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“, – აცხადებენ რეგიონულ ჯანდაცვის სამინისტროში. რუსული მედიის ინფორმაციით, აეროპორტში არეულობაში მონაწილე 150 პირია იდენტიფიცირებული, მათგან 60 დაკავებულია. „დაღესტნის რესპუბლიკის შსს-ს თანამშრომლების მიერ, სხვა ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობით მიღებული ღონისძიებების შედეგად, აღიკვეთა დარღვევები. ამჟამად, აეროპორტი მთლიანად ძალოვანი სტრუქტურების კონტროლის ქვეშაა. არეულობის 150-ზე მეტი მონაწილე იდენტიფიცირებულია, მათგან 60 დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს“, –…

მეტი...

სერგეი შოიგუ პეკინში ჩავიდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, ვიზიტის ფარგლებში შოიგუ მონაწილეობას მიიღებს ქსიანშანის უსაფრთხოების ფორუმში. „რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პლენარულ სხდომაზე მოხსენებას გააკეთებს თემაზე „დიდი სახელმწიფოების პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოების სფეროში“, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 8000-ს აჭარბებს – პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბირს შემდეგ, ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 005-მდე გაიზარდა. მათივე ცნობით, დაღუპულთა თითქმის სამი მეოთხედი (73%) არის მოწყვლადი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები. დაშავებულია 20 000-ზე მეტი ადამიანი.    

მეტი...

აშშ არ აგზავნის ჯარს ისრაელში ან ღაზაში – კამალა ჰარისი

აშშ არ აგზავნის ჯარს ისრაელში ან ღაზაში, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს ისრაელს აღჭურვილობითა და რჩევებით, თუმცა არ ეუბნება, როგორ აწარმოოს ომი. „ჩვენ არ გვაქვს განზრახვა და არც გვაქვს რამე გეგმები საბრძოლო ჯარების ისრაელში ან ღაზაში გაგზავნის შესახებ“, – განაცხადა ჰარისმა.  

მეტი...

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 30-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა – გაერო-ს სააგენტო

გაერო-ს სააგენტოს ინფორმაციით, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 30-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა როგორც გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის სააგენტოში განაცხადეს,  33-მა სატვირთო მანქანამ, რომლებსაც გადაჰქონდათ წყალი, საკვები და სამედიცინო საშუალებები, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გაიარეს. 21 ოქტომბრის შემდეგ რაფაჰის სასაზღვრო პუნქტით ღაზის სექტორში სულ 117 სატვირთო მანქანა შევიდა.

მეტი...

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აწარმოებს „აქტიურ გამოძიებას“ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე, ასევე ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ვითარებაზე

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით,  მისი ინსტიტუტი „აქტიურ გამოძიებას“ აწარმოებს „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე, ისევე როგორც ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ვითარებაზე. „მიმდინარეობს აქტიური გამოძიება 7 ოქტომბერს ისრაელში სავარაუდო ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით, ასევე ღაზასა და დასავლეთ სანაპიროს მიმართ”,- აცხადებს პროკურორი. მისივე თქმით, ინსტიტუტი იმუშავებს პროფესიონალურად, რათა ბრალდება ფაქტისგან განაცალკევოს და შეისწავლოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. „ეს არის ობიექტურობის მომენტი, ეს არის მომენტი, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო არქიტექტურა აგებულია მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე, ჰოლოკოსტზე, ქალაქების განადგურებაზე მთელ ევროპაში, რომლებიც მიზნად ისახავს, შექმნას ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ აღარასოდეს დავინახოთ…

მეტი...

აფეთქებები კრასნოდარის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში

რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქებები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია აღმოჩნდა.ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია  წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, კვირას საღამოს, SBU-ს თვითმფრინავებმა ქარხნის ტერიტორიას დაარტყეს. დარტყმების შედეგად რამდენიმე ნავთობის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ,,უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა ქარხანაში ერთდროულად რამდენიმე დანადგარს დაარტყეს, რომლითაც რუსები ამუშავებდნენ საწვავს, რომელიც მოგვიანებით მათ ტერორისტული არმიისთვის უნდა მიეწოდებინათ – აცხადებს წყარო.  

მეტი...

ღაზაში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 239 ადამიანი იმყოფება – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების რაოდენობა 239-ს შეადგენს. მისი თქმით, ეს რიცხვი საბოლოო არ არის და სამხედროები ახალ ინფორმაციას იძიებენ. „მძევლებს შორის არიან უცხოელი მუშები, დრო გვჭირდება ყველას ოჯახთან მისასვლელად. ამ რიცხვში არ შედის ოთხი გათავისუფლებული მძევალი“, – განაცხადა ჰაგარიმ.  

მეტი...