ძიუჭოუ არის ერთადერთი უძველესი ქალაქი კუიჭოუს პროვინციაში. მას ეკო-კულტურული და ტურისტული მიმართულებით უდიდესი დატვირთვა აქვს. „ქალაქი სანახაობა“ – ასე შეიძლება ეწოდოს ძიუჭოუს და რასაც ფოტოებზე ხედავთ ამ დასახელებას ნამდვილად ამართლებს.
მთები, მდინარეები, პეიზაჟები, ისტორიული ძეგლები, როგორც მთელს ჩინეთში, აქაც თვალის მომჭრელია, თუმცა, გრძელი და ვიწრო ტურისტული ქუჩები, ლამაზი, ხის სახლებით სულ სხვა ნაზავია. მიუყვები ამ ვიწრო ქუჩებს, რომლის ორივე მხარეს მუზეუმებივით ჩამწკრივებულია კოხტა, ხის, სხვადასხვა ორნამენტებით „ნაქარგი“ სახლები, რომლის მთელს პერიმეტრზე გაშლილია ტრადიციული ხელთნაკეთი ნივთები – ქოლგები, ქუდები, ჩანთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, აქსესუარები. ასევე, ამ ვუწრო ქუჩაზე იყიდება ადგილობრივი სანელებლებიც.
ძალიან უყვართ სტუმრები. თუ როგორ ხვდებიან სტუმრებს, ვნახოთ ვიდეორეპორტაჟში.
ეკა გულუა ჩინეთიდან.