,,ძალიან შემაშფოთებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CBS NEWS-თან ინტერვიუში საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებზეც ისაუბრა.

ჟურნალისტი წერს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში შეჭრაზე განაცხადა, რომ ეს, სხვა საკითხებთან ერთად, იყო იქ მცხოვრები რუსების დაცვა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი შიშობს, რომ პუტინს შეუძლია მსგავსი კამპანია საქართველოშიც დაიწყოს.

,,ძალიან შემაშფოთებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს. და რომ სჯერათ, რომ ისინი სახლში არიან”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ამბობს საქართველო, რომ მეტი რუსი აღარ შევიდეს მის საზღვრებში, საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს კითხვა ხელისუფლებას მიემართება: ,,მე არ მაქვს აღმასრულებელი უფლებამოსილება, არა… სამწუხაროდ”.

 

მსგავსი თემები