ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ,,ჰამასის“ მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც მძევლები მას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვენ და აკრიტიკებენ, ,,სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაციაა”.
,,ეს არის სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაცია “ჰამასის” და ISIS-ის მიერ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა მძევალი და დაკარგული პირი სახლებში დავაბრუნოთ“, – თქვა ნეთანიაჰუმ.