,,ჰამასმა” გაავრცელა ვიდეო, სადაც სავარაუდო მძევლები ისრაელს ტყვეთა გაცვლისკენ მოუწოდებენ

,,ჰამასმა” გაავრცელა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ, მძევლად აყვანილი სამი ისრაელელი ქალი ჩანს. ვიდეოჩანაწერში ერთ-ერთი ქალი ისრაელის ხელისუფლებას ებრაულ ენაზე აკრიტიკებს და ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტყვეების გაცვლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

,,გამარჯობა, ბიბი ნეთანიაჰუ. ჩვენ 23 დღეა “ჰამასის” ტყვეობაში ვიმყოფებით. გუშინ მძევლების ოჯახებთან ერთად პრესკონფერენცია იყო. ჩვენ ვიცით, რომ ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო. თქვენ ჩვენ ყველანი უნდა გაგეთავისუფლებინეთ. თქვენ აიღეთ იმის ვალდებულება, რომ ყველანი გაგვათავისუფლოთ”, – ამბობს ერთ-ერთი მძევალი.

მსგავსი თემები