თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცხრა მილიონის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში საყოფაცხოვრებო პროდუქტები გაძვირებულია.
„20-25 ლარი ღირს ხორცი, ლობიო გაიზარდა რვა ლარამდე, როცა ჩვენს ხარჯებზე ვლაპარაკობთ და პრეზიდენტის მიერ გაწეულ ხარჯებზე. ბურღულეული გაიზარდა ორიდან ხუთ ლარამდე, წიწიბურის ფასი – რვა ლარამდე, როცა მთელ მსოფლიოში დაიკლო ფასმა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.