მაჰაჩყალის აეროპორტში განვითარებული მოვლენები ძირითადად გარე ჩარევის, მათ შორის, გარე ინფორმაციის გავლენის შედეგი იყო – პესკოვი

მაჰაჩყალის აეროპორტში განვითარებული მოვლენები ძირითადად გარე ჩარევის, მათ შორის, გარე ინფორმაციის გავლენის შედეგი იყო, – ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, პუტინი დღეს გამართავს დიდ შეხვედრას მაჰაჩყალაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ცნობისთვის, დაღესტანში, აეროპორტის ტერმინალში პროპალესტინელები შეიჭრნენ, რის გამოც ისრაელიდან რეისი ალტერნატიულ აეროპორტში შესრულდა. ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. იდენტიფიცირებულია არეულობაში მონაწილე 150 პირი, 60 დაკავებულია.

მსგავსი თემები