ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, რისკი, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს, რეალურია. მისივე თქმით, ისინი ცდილობენ ეს არ მოხდეს.
,,პრეზიდენტი ძალიან ღია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ამერიკულ ჯარს ირანი და მისი მარიონეტები თავს დაესხმებიან, ჩვენ შესაბამისად ვუპასუხებთ. ვფიქრობ, ირანელებმა ჩვენი გზავნილი მიიღეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე ომი, რეგიონულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. რისკი რეალურია”, – განაცხადა სალივანმა.