აუცილებელია საქართველოში ხორცპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა –  ცხინვალელი ე.წ. დეპუტატი

ცხინვალში, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა, აცამაზ კასაევმა საკითხი წამოჭრა, რომ ახალგორის რეგიონიდან “ხორცის ექსპორტი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მეზობელ სახელმწიფოში” (საქართველოში). ცხინვალში ხორცი რუსეთის ფედერაციიდან შედის.

,,მე და ზაზა ნოდაროვიჩ დრიაევმა განვიხილეთ ეს საკითხი და მიმაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოში ხორცპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა. არანაირი ზომები ამ დრომდე არ არის მიღებული”, – განაცხადა კასაევმა.

მსგავსი თემები