ისრაელის არმიის ტანკები ქალაქ ღაზას მიუახლოვდნენ და არაბული ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიების დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
მედია, ადგილობრივი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტანკები ზაიტუნის გარეუბანში შენიშნეს. ტანკები ცეცხლს უხსნიან გზაზე მოძრავ ავტომობილებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის არმიის სამხედროებსა და ადგილობრივ სამხედრო ჯგუფებს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.