ზელენსკი მალტაში სამშვიდობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე ომის დასრულების გეგმას წარადგენს

მალტაში უკრაინის მიერ ინიცირებული სამშვიდობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იხსნება.

ორდღიან სამიტს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, ეროვნული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური მრჩევლები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები დაესწრებიან.

არსებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი დახურულ შეხვედრებზე, სავარაუდოდ, ომის დასრულების ათპუნქტიან გეგმას წარადგენს. სამშვიდობო გეგმა რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, მათ შორის ყირიმის ტერიტორიიდან, რომელიც ანექსირებულია 2014 წლიდან.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის განცხადებით, შეხვედრაზე დისკუსია ხუთ მთავარ თემას შეეხება – სასურსათო უსაფრთხოებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ბირთვულ უსაფრთხოებას, ჰუმანიტარულ საკითხებსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

ფორუმის მონაწილეებს შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი.

სამიტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მიიღებენ ერთობლივ საბოლოო განცხადებას.

მსგავსი თემები