ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გამოიწვია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთიდან ებრაელი დიპლომატების დაბრუნების ბრძანება გამოსცა.

“თურქეთიდან მომდინარე მძიმე განცხადებებიდან გამომდინარე, მე გავეცი იქ მყოფი დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების ბრძანება იმ მიზნით, რომ მოხდეს ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გადაფასება”, – წერს ტვიტერზე ელი კოენი.

შეგახსენებთ, რომ დღეს სტამბოლში გამართულ პროპალესტინურ მიტინგზე თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს “ომის დამნაშავე” უწოდა, ხოლო ჰამასზე ისევ გაიმეორა, რომ ის ტერორისტული ორგანიზაცია არ არის.

მსგავსი თემები