ყაზახეთში, მაღაროში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულად ითვლება 23

ყაზახეთში, ფოლადის გიგანტის ArcelorMittal-ის მაღაროში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 18, დაკარგულად ითვლება 23. არსებული ინფორმაციით, მაღაროში 252 ადამიანი მუშაობდა.

თოყაევმა მაღაროში ცეცხლის გაჩენამდე რამდენიმე საათით ადრე მაღაროს მფლობელ კომპანიასთან “საინვესტიციო თანამშრომლობის” შეჩერების განკარგულება გასცა. გადაწყვეტილების მიზანი მაღაროს ნაციონალიზაცია იყო.

ეს არის მეორე შემთხვევა ბოლო ორი თვის განმავლობაში ყაზახეთში ArcelorMittal-ის მიერ ოპერირებად ადგილზე. აგვისტოში ყარაგანდას მაღაროში ხანძრის შედეგად ოთხი მაღაროელი დაიღუპა.

მსგავსი თემები